ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შესაბამისად, საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს იზოლაციის გავლა აღარ მოუწევთ.

საქართველოს გარდა, ისრაელის „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში არიან: ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლატვია, ლიეტუვა, ახალი ზელანდია, ესტონეთი, კანადა, რუანდა, დანია, სლოვენია და ავსტრია.

გარდა ამისა, ისრაელის ხელისუფლება ქვეყნის საჰაერო სივრცის გახსნასაც გეგმავს, სავარაუდო თარიღად 16 აგვისტო სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი