ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ფულტონის ოლქის ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდება მომავალი კვირის ბოლოს - ხუთშაბათს ან პარასკევს. ამის შესახებ CNN-ს სამართალდამცავ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
ტრამპი გამოცხადდება 18 თანაბრალდებულთან ერთად, რომლებსაც ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო ბრალი წარუდგინეს.
ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უელისის მიერ დაწესებული ვადების მიხედვით, ტრამპს ნებაყოფლობით საპატიმროში გამოცხადება 25 აგვისტომდე შეუძლია. ტრამპს საჯაროდ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
"გაითვალისწინეთ, ბრალდებულებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაბარდნენ. ციხე ღიაა 24/7-ზე. ასევე, ამ საქმის უპრეცედენტო ბუნების გამო, ზოგიერთი გარემოება შეიძლება შეიცვალოს მცირე ან არანაირი გაფრთხილებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ფულტონის ოლქის შერიფმა პეტ ლაბატმა ადრე თქვა, რომ სურს ტრამპის საარჩევნო დივერსიის საქმეში ბრალდებულებს ისე მოექცეს, როგორც ნებისმიერ სხვა ბრალდებულს.
ფულტონის ოლქში ბრალდებულთა უმეტესობა, როგორც წესი, ფულტონის ოლქის ციხეში იკავებენ ადგილს.
საქმეზე ბრალდებულებს შორის არიან ტრამპის ყოფილი ადვოკატები, ჯონ ისტმანი და ჯულიანი, ასევე თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი მარკ მიდოუზი.