საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩერნიგოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშის განზრახ მიტანა ომის დანაშაულს წარმოადგენს.
"ეს [ჩერნიგოვზე თავდასხმა] არის რუსეთის სიმხდალისა და ცინიზმის კიდევ ერთი ილუსტრაცია. საფრანგეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება და განაგრძობს საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერას, რათა ეს დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ჩერნიგოვის ცენტრსა და დრამატულ თეატრზე მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი და დაშავდა 148. დაზიანდა 500-მდე შენობა.
ასევე ნახეთ: