ევროპული სამიტი - ისევ საქართველოს გარეშე. "ქართული ოცნება" ამ დრომდე არ აკეთებს განმარტებებს, რატომ არ იყო ქართული დელეგაცია ევროკავშირის გაფართოვების არაფორმალურ სამიტზე, რომელიც გუშინ ათენში გაიმართა. ღონისძიებაზე ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პრეზიდენტების გვერდით იდგნენ უკრაინის და მოლდოვას ლიდერები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ, მაგრამ არავინ ყოფილა საქართველოს ხელისუფლებიდან. რატომ - რა გახდა ამის მიზეზი - ოპოზიცია სვავს კითხვას, არ მიიწვიეს საქართველო სამიტზე თუ "ქართული ოცნება" არ გაემგზავრა ათენში?
ავტორი: ზურა პეტროსიანი