ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის

გამოქვეყნდა:

ბელგიის საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრი ჰაჯა ლაჰიბი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპელი დიპლომატი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ჰაჯა ლაჰიბი თბილისის გარდა ერევანსა და ბაქოშიც ჩავა. 

''გავემგზავებით ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხი დღით, გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები. ვიზიტის მიზანია ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად ხელი შევუწყოთ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას და კავშირების განმტკიცებას, რომელიც გვაერთიანებს.'' - წერს მინისტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი