შეერთებულმა შტატებმა რუს კერძო პირებსა და სუბიექტებს დამატებითი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც კავშირში არიან უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან იძულებით გაყვანაში.
კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ორ სუბიექტსა და 11 პირს, რომლებიც ხელს უწყობენ ინდოქტრინაციას რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და რომლებმაც დააწესეს რუსული ინდოქტრინაციის სასწავლო გეგმები უკრაინის ამ რეგიონებში.
სანქციების აღსრულება სახელმწიფო მდივანს უფლებას აძლევს, შეზღუდოს ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ჩინოვნიკებზე და რუსეთის მხარდამჭერი, ან უბრალოდ რუსი თანამდებობის პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინის არასრულწლოვანი მოქალაქეების უფლებათა დარღვევაში მონაწილეობდნენ.
სანქციების დაწესების შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ, 24 აგვისტოს, უკრიანის დამოუკიდებლობის დღეს გააკეთა. როგორც დეპარტამენტი განცხადებაში აღნიშნავს, ამ ქმედებებით, შეერთებული შტატები თავისი ერთგულების დემონსტრირებას ახდენს უკრაინის მიმართ და ხელს უწყობს, რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული სისასტიკის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას.