"ძველ საქმეს გამოვითხოვთ, გამოვიტანთ ამირხანაშვილის ჩვენებას და ვილაპარაკებთ" - ადვოკატების გამოსავალი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურისგან იმ ძველ საქმეებს გამოითხვენ, რომელსაც გრიფი არ ადევს და გაუთქმელობა არ იცავს. 

ადვოკატებმა დაწესებული შეზღუდვიდან ეს გამოსავალი ნახეს და ამბობენ, რომ საქმის მთავარი მოწმის, გური ამირხანაშვილის ახალ ჩვენებას სწრედ ძველ საქმეებთან ერთად მიიღებენ:

"ამირხანაშვილის ახალი ჩვენება დაემატა. მარტივი გამოსავალი ვიპოვეთ. ძველ საქმეზე მივმართავთ პროკურატურას, ძველ საქმეზე გამოვითხოვთ მტკიცებულებებს და იქ ინება წარმოდგენილი ეს, სადაც გაფრთხილებაზე ხელი არ გვაქვს მოწერილი. მარტივი გამოსავალია, რა შეზღუდვებსაც გვიწესებენ იმის ალტერნატიული პასუხი ყოველთვის გვაქვს. ეს არის თამაში. ძველ საქმეზე გრიფი არ დაუდიათ, აკრძალვა არ გვაქვს, ამიტომ გამოვიტანთ ამირხანაშვილის ჩვენებას და ვილაპარაკებთ თამამად და თავისუფლად" ამბობს" ადვოკატი ლექსო კობაიძე.

ადვოკატებს კიდევ ერთი პრეტენზია სასამართლო სხდომის თარიღთან დაკავშირებით აქვთ და 27 აგვისტოს ჩანიშნული პროცესი 1 კვირით გადადებას ითხოვენ, ვინაიდან მათი თქმით, მოსამზადებლად დრო სჭირდებათ.

ადვოკატებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს და გაუთქმელობის ხელწერილზე ხელმოწერის მოთხოვნას, დღეს სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურა მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა.

ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატმა დაიცვან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი