"სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება... დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება" | ნიკა გვარამია შარლ მიშელის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება... დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება.

არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება ქართული ოცნება და მისი ხელისუფლება, ხოლო ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს საქართველოს. 

არც ეს "მაინც მოგვეცით" ვაჭრობაა გამართლებული - ეს თან არასერიოზულია და თან კონტრპროდუქტიული და გამაღიზიანებელი ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს. 

და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ, ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა - ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ თამაშებში (ძველ ბერძნულ) იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა. 

ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება, - წერს ნიკა გვარამია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი