თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 8 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ორი ქვეყნის ლიდერი შეხვედრისას ''მარცვლეულის შეთანხმებას'' განიხილავენ. შეხვედრის სავარაუდო ადგილად სოჭი სახელდება.
მანამდე, 21 აგვისტოს, ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი და პუტინის შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო.
"სექტემბერში გაიმართება G20-ის შეხვედრა ინდოეთში და გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრა შეერთებულ შტატებში. თუ ასეთ დატვირთულ გრაფიკში მოვახერხეთ შეხვედრა, მე და პუტინი პირადად შევხვდებით", - თქვა მაშინ ერდოღანმა.