რჩება თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის გარეშე | შარლ მიშელის გზავნილები და რეკომენდაციები 2030 წლამდე

გამოქვეყნდა:

თარიღი ცნობილია - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ყველაზე ღია და ნათელ გზავნილს ახმოვანებს. შარლ მიშელი ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ვადა 2030 წელია.

"გაფართოება ოცნება აღარ არის, ახლა წინსვლის დროა", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მკაფიო დაპირებასთან ერთად მკაფიო მოთხოვნებსაც ასახელებს. საქართველოს შემთხვევაში, ეს, რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მიღება და შესაბამისად 12 პუნქტის შესრულებაა. მაგრამ რას აკეთებს ამ მიზნისთვის "ქართული ოცნება"?

მიშელი თავადვე მიანიშნებს, რომ პროცესი პარტნიორი ქვეყნებისთვის რთული იქნება. ქართულ ოპოზიციაში ევროპელი პოლიტიკოსის სიტყვებს თარგმნიან როგორც პარტნიორობის დადასტურებას ქართველ ხალხთან და პასუხისმგებლობის დაკისრებას "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი