პესკოვის ცნობით, პუტინი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა. მისივე თქმით, კრემლს დაკრძალვის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

„კონკრეტულად, დაკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს... გადაწყვეტილებას ამ საკითხზე ახლობლები და მეგობრები იღებენ. აქ მათ გარეშე ვერაფერს ვიტყვით", - ამბობს პესკოვი.

პრიგოჟინი 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მისი პირადი თვითმფრინავი ტვერის ოლქში ჩამოვარდა. მასთან ერთად დაიღუპა ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

Associated press-ის ინფორმაციით, აშშ-ს დაზვერვამ პირველადი გამოძიებით დაადგინა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება განზრახ აფეთქებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთს უკავშირდება და ვაგნერის დამფუძნებლის მკვლელობა პუტინის შურისძიება იყო ივნისში მომხდარი სამხედრო არეულობის გამო. თავად რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და მას "აბსოლუტურ სიცრუეს" უწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი