მოსკოვი ახალგაზრდებს ეპატიჟება - კრემლის ახალი გეგმით ქართველებისთვის რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება. უფრო მეტიც - სტუდენტები სტიპენდიას და საცხოვრებელსაც კი მიიღებენ. თბილისში ყველა დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური და არა საგანმანათლებრო პროექტია. კრემლი რუსული სამყაროს გაფართოებას ცდილობს და ქართველი ახალგაზრდების ცნობიერების შეცვლის, ინდოქტრინაციის მიზნით მათ საკუთარ საგანმანათლებლო სივრცეს სთავაზობს.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ამ პროექტს ,მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსული ექსპანსიის შესაჩერებლად და ქვეყანაში რუსული უნივერსიტეტის გახსნასაც კი არ ეწინააღმეგება.