რით დასტურდება, რომ დაკავებულები შაქარაშვილს კონკრეტულ ადგილას ჩაყვნენ? - გაგნიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ბრალდების მხარეს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის დაცვის მხარეს მოვალეობის სრულყოფილად შესრულებას უზღუდავს.

ვასილ მამულაშვილი საქმიანობის შემაფერხებელ მიზეზებზეც საუბრობს. ამბობს, რომ ადვოკატების ინტერესებში არ შედიოდა გაუთქმელობის ხელწერილის შედგენა და საქმეში არც სახაზინო ადვოკატის ჩართვის აუცილებლობაც არსებობდა.

ვასილ მამულაშვილი ამტკიცებს, რომ საქმეში, რომლის პროცესიც 31 აგვისტოსაა ჩანიშნული, აუცილებლად უნდა იყოს გამოკითხვის ოქმები, მათ შორის გურამ ამირხანაშვილის ჩვენება და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაც. მისი თქმით გამოძიებას, საქმეში არებული შესაძლო მტკიცებულებების გადაცემის თხოვნით მიმართა და მხოლოდ ამ მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, არის თუ არა საქმეში მოთავსებული მნიშვნელოვანი მასალა, დაკითხვის ოქმები.

ზოგადად გაუთქმელობის ხელწერილის შედგენას თავისი მიზნები ჰქონდა, როცა კანონმდებლობით, 374-ე მუხლით განისაზღვრა. ამას უნდა ჰქოონდეს ზუსტად განჭვრეტადი მიზანი. მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი სახელმწიფო ინფორმაცია ან ისეთი ინფორმაცია, რომელმაც  შეიძლება გადაფაროს დაცვის სრულყოფილად განხორციელების ინტერესები. ამ შემთხვევაში კი ჩვენ დავინახეთ, რომ ამის ინტერესი არც ერთ ეტაპზე არ წარმოშობილა. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომა არ იყო დახურული და არც მოუთხოვიათ დახურვა.

ეს არასრულწლოვანებზე აპელირებაა, აპელირებაა დაზარალებულის უფლებამონაცვლეზე. შეფუთულია არასწორად და უხეშად, ვინაიდან საგამოძიებო უწყებას ეს ინტერესი გააჩნდა. სად იყო თვენახევრის განმავლობაში? 

როცა სასამართლოში ფაქტების დადგენის პროცესი იქნება და მოსამართლე დასვამს შეკითხვაას, რითი დასტურდება შესაძლო ზემოქმედების ფაქტი აწ გარდაცვლილ შაქარაშვილზე? საქმეში რომ მიმოიხედავს იქ მტკიცებულებები არ არის. ან მეორე შეკითხვა, რით დასტურდება, რომ ეს ადამიანები კონკრეტულ ადგილას ჩაყვნენ? ესეც არ დასტურდება. არც მოწმეთა ჩვენებებით და არც ექსპერტიზის დასკვნებით.

არც პირდაპირი მტკიცებულებები , არც ირიბი მტკიცებულებები საქმეში არ არის, - ამბობს ვასილ მამულაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად საქმეს ჩამოაშორეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავებულების ადვოკატებმა გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერეს და ამის სანაცვლოდ, პროკურატურა მათ ბრალის დამძიმების შესახებ, საქმის ახალ მასალებზე წვდომა შეუზღუდა.

ადვოკატები პროკურატურის გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და ამბობენ, რომ დაირღვა მათი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებებიც, რადგან ბრალდებულებს არ სურთ სახაზინო ადვოკატმა დაიცვან. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი