სოჭში პუტინის-ერდოღანის მოლაპარაკებები დაიწყო. თურქეთის ლიდერს აეროპორტში კრასნოდარის გუბერნატორის მოადგილე და სოჭის მერი დახვდნენ. ლიდერები თანამშრომლობასა და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ.
ერთ-ერთი თემა „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელების პერსპექტივები ან ალტერნატიული ვარიანტების ძიება იქნება.
სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მათ შორის რეგიონში უსაფრთხოებს უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და რა თქმა, უნდა შევეხებით უკრაინულ კრიზისსაც. მე ვიცი, რომ ჩემი კოლეგა ასევე აპირებს წამოჭრას მარცვლეულის შეთანხმების საკითხი" თქვა პუტინმა მოლაპარაკებების დაწყების წინ.
სოჭში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურებიან უკრაინაში. განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა:
"რუსეთი ითხოვს, რომ სანქციები უნდა გაუქმდეს და განახლდეს იმპორტი, მათ შორის ისეთ ნედლეულზე რომლითაც საბრძოლო წარმოებას გააძლიერებდა, რუსეთი ითხოვს საბანკო პროგრამა "სვიფტში" აღდგენას, რათა მათ ბანკებს ფინანსური ოპერაციების განხორციელების წვდომა ჰქონდეთ. რუსეთს სურს ულიმიტო გაყიდვების განახლება ქიმიურ წარმოებაზე ამით რუსეთს სურს დაამციროს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი, არამედ თურქეთიც და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რუსეთს ისევ აქვს ამბიცია ყველას დაუმტკიცოს რომ ის შავი ზღვის აუზის ერთადერთი გავლენიანი მოთამაშეა. ასე თუ მოხდა ეს დიდ ზიანს მიაყენებს ყველას, მაგრამ ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ საკუთარ თავმოყვარეობას და პრინციპებს ასე გადაუაროს.
ვერავის ეტყვი გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას და გააგრძელეთ დასუსტებულ რუსეთზე ზეწოლა. ამ ხელშეკრულებით რუსეთი ერთი ხელით მარცვლეული შეთანხმებას აწერს ხელს და ამით მიღებული დივიდენდებით ახალ სარაკეტო დარტყმებს აყენებს და თანაც დასცინის საერთაშორისო თანამეგობრობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ადამიანს მოსწონს მუხლებზე დგომა მას ვერაფერს მოვუხერხებთ, სამწუხაროდ მსოფლიო გვანახებს, რომ უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ პოზაში დგომას რუსეთის ფედერაციის წინაშე." განაცხადა პოდოლიაკმა.