"ევროკავშირი მალე გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი უკრაინას და მოლდოვას შეიერთებენ, მაგრამ რას იტყვის ქართველი ხალხი, რომელიც შესაძლოა თამაშგარე დარჩეს და სომხეთსა და აზერბაიჯანის გვერდით დადგეს?",
- ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერეციაზე საუბრობს.
"საქართველოს მთავარი პრობლემა პუტინი და პუტინიზმია. 15 წლის წინ რუსეთმა საქართველოში დაიწყო ომი, რომელიც ახლაც გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ომი. ის იყენებს ადამიანებს საქართველოში, რომლებზეც ახდენს გავლენას, პოლიტიკურ მანიპულაციებს. სენატორმა მაკეინმა ერთ დროს თქვა, ჩვენ ყველა ქართველი ვართ და საქართველო დღეს იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. თქვენ ყოველდღე უნდა იბრძოლოთ საკუთარი დემოკრატიისთვის. საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც არ სურს დემოკრატია, მათ სურთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. საქართველო ახლა გზაჯვარედინზეა. ევროკავშირი მალე გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი უკრაინას და მოლდოვას შეიერთებენ, მაგრამ რას იტყვის ქართველი ხალხი, რომელიც შესაძლოა თამაშგარე დარჩეს და სომხეთსა და აზერბაიჯანის გვერდით დადგეს?", - განაცხადა ფარკასმა.