პროკურატურის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სოფელ ლეღვას რწმუნებულს ბრალდება წარედგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 სექტემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სოფელ ლეღვას რწმუნებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა", - წერია განცხადებაში.

თანამდებობის პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა. უწყება ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შემთხვევა სოფელში, მაღაზიაში მოხდა:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი