ქობულეთის სანიტარული დასუფთავების ბუღალტერი თანამშრომლების ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა

გამოქვეყნდა:

"ქობულეთის სანიტარული დასუფთავების" სამსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა. ინფორმაცია TV25-მა გაავრცელა, რომელიც წერს, რომ ფაქტი მერიაში დაუდასტურეს. 

თინათინ კონცელიძემ, რომელმაც 20 000 ლარზე მეტი მიითვისა, სამსახური 2023 წლის მარტში, საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

2017 წლიდან ამ დრომდე "ქობულეთის სანდასუფთავებას" ბიუჯეტი 4-ჯერ გაეზარდა. "ნაციონალური მოძრაობა" თაღლითური სქემის უკან მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობას ხედავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი