
ბელარუსის ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც ამჟამად დევნილობაშია, მოსახლეობას შაბათ-კვირას მშვიდობიანი აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.
მთავრობა კი, როგორც ჩანს, ძალოვანებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს და ისინი დაცვით რეჟიმში გადაჰყავს.
ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობის სხდომა მოიწვია, სადაც მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა უცხოელ აგენტებს დააკისრა.
ლუკაშენკოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უკრაინის დიპლომატიური უწყება აღშფოთებულია, რომ მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელებს ბელარუსში სიტუაციის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. უკრაინის საგარეო უწყებაში ამ ბრალდებას, მტკიცებულებების არარსებობის გამო უსაფუძვლოს უწოდებენ.
ლიეტუვაში გახიზნულმა ოპოზიციურმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თავის მომხრეებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოფიციალური გამოძიების ჩატარება მოითხოვონ.
სიტუაციის შედარებით დამშვიდებამ ბელარუსის ხელისუფლებას საშუალება მისცა დიპლომატიურ საკითხებზე გადართულიყო. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ თავის შვეიცარიელ კოლეგას უთხრა, რომ მინსკი მზად არის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგისთვის უცხოელ პარტნიორებთან.