პრორუსული "ქართული ოცნება" | ანტიევროპული განცხადებები და ქმედებები მმართველი პარტიის მხრიდან

გამოქვეყნდა:

იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ არის ერთადერთი ანტიევროპული ქმედება "ქართული ოცნების" მხრიდან. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ღიად პროდასავლელი პოლიტიკოსების დევნის ფაქტები ხელისუფლების რუსული სულისკვეთების თვალსაჩინო მაგალითებია, მაგრამ არსებობს ბიძინა ივანიშვილის კლანის მმართველობის 11-წლიანი გამოცდილებაც, რომელიც აჩვენებს, რომ "ქართული ოცნება" ყოველთვის კრემლის სასარგებლოდ მოქმედებდა.

მმართველი პარტია მუდმივად, მაქსიმალური ძალისხმევით აზიანებდა ევროპული ინტეგრაციის პროცესს და მიზანს აღწევდა კიდეც. მხოლოდ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება იყო ძალა, რომელიც არ აძლევდა ხელისუფლებას შესაძლებლობას ერთბაშად გადასულიყო კრემლის ორბიტაზე, მაგრამ ახლა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ წინააღმდეგობას დასავლელი პარტნიორებიც უერთდებიან, რომლებისთვისაც "ქართული ოცნების" პოლიტიკამ პრორუსულობი საკმარისზე მეტი პრეცედენტი შექმნა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი