ინდოეთი მზადაა კორონავირუსის ვაქცინის მასობრივი წარმოება დაიწყოს - პრემიერი

გამოქვეყნდა:

ინდოეთის პრემიერმინისტრის,  ნარანდრა მოდის თქმით, ქვეყანა მზადაა კორონავირუსის ვაქცინის მასობრივი წარმოება დაიწყოს. ამ თემაზე პრემიერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინდოეთი მეცნიერებისგან "მწვანე შუქს" ელოდება.

ინდოეთში ამჟამად სამი ვაქცინაა ტესტირების სხვადასხვა ეტაპზე და როგორც კი მწვანე შუქს მივიღებთ, წარმოება დაიწყება დიდი მასშტაბით. ჩვენ უკვე მომზადებული გვაქვს გზების რუკა, თუ როგორ მიიღებს ყველა ინდოელი ვაქცინაციას რაც შეიძლება სწრაფად, - თქვა ნარანდრა მოდიმ.

ინდოეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვორუსის 2 525 922 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გარდაცვლილი 49 036 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 1 808 936.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი