სომეხი ერი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, მოაქციოს ქვეყანა ალიანსის გავლენის ქვეშ - რუსეთის საგარეო

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედია TASS-ს განუცხადა, რომ სომეხი ხალხი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, რომ რესპუბლიკა ალიანსის გავლენის სფეროში მოაქციოს. 

"ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, მოაქციოს საკუთარი მავნე გავლენის სფეროში არა მარტო უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლები, ამ შემთხვევაში - სომხეთი. დარწმუნებული ვარ, სომეხ საზოგადოებას, სომეხ ერს აქვს სრულიად საკმარისი სიბრძნე, წინდახედულობა, თანამედროვე რეალობის ობიექტური გააზრება იმისათვის, რომ არ წამოეგოს NATO-ს მსგავს პროვოკაციულ, ანტირუსულ და ანტისომხურ მცდელობას, მოაქციოს სომხეთი საკუთარი გავლენის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სომეხ ხალხს, სომეხ საზოგადოებას მშვენივრად ესმის ყველაფერი და გამოიტანს სწორ დასკვნებს, რომლებიც შეესაბამება სომხეთის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა გალუზინმა.

 მისივე მტკიცებით, არავის არაფერს კარნახობენ, მაგრამ ყურადღებას ამახვილებენ, რომ "ნატოსთან დაახლოებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმესთვის დადებითი შედეგი მოიტანოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით". 

შეგახსენებთ, რომ სომხეთმა ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნა და კიევში იმყოფება ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე. ასევე, აშშ და სომხეთი 11-20 სექტემბერს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი