ოპოზიცია ქვეყნის საგარეო ვალის რეკორდულ მაჩვენებელს ხელისუფლების პირად კომფორტზე ზრუნვას, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და არამიზნობრივ ხარჯებს უკავშირებს.
სახელმწიფოს საგარეო ვალმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ერთ თვეში 1,490 მილიარდით გაიზარდა
"ამ თანხის უდიდესი ნაწილი ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა კორუფციის გზით გაიტანა ოფშორულ ზონებში. არ მოხმარებია ის ეკონომიკის განვითარებას, ახალი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქვეყანა კვლავ უმძიმეს ეკონომიკურ ვითარებაშია ჩავარდნილი. ეს უქმნის ქვეყნას უდიდეს საფრთხეს, დეფოლტი გვემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ვალების გადასახდელად მოგვიწევს ეროვნული სიმდიდრის გაყიდვა, სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა და ჩვენ ჩვენ ქვეყანაში აღმოვჩნდებით ხიზნები" - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" ერთ ერთი ლიდერი გიორგი გუგავა.
ეკონომისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელის 60%-იან მიჯნას ეხება. მათი თქმით, საქართველოს უკვე უახლოვდება ამ მაჩვენებელს, რაც ქვეყანას საკრედიტო რეიტინგს შეუმცირებს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარი იყო. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი, რაც საგარეო ვალის რეკორდული მაჩვენებელია.