რუსეთი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის Sputnik V-ს წარმოება დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კორონავირუსის ვაქცინის Sputnik V-ს წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტომ TASS-მა გაავრცელა. 

მოსკოვის დაფუძნებული Gamaleya Institute-ს მიერ შემუშავებული ვაქცინა რუსეთის მთავრობამ სამშაბათს დაამტკიცა, მანამ, სანამ კვლევის გადამწყვეტი მე-3 ეტაპი დაიწყებოდა.

ვაქცინის წარმოება დაუსრულებელ განხილვამდე დაიწყო: რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის (RDIF) ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ ვაქცინის კვლევის მე-3 ეტაპი რუსეთში 12 აგვისტოს დაიწყებოდა.

Sputnik V-ს ვებსაიტის მიხედვით, კვლევაში, სავარაუდოდ, დაახლოებით 2 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ Sputnik V ვაქცინის შესახებ არცერთი სამეცნიერო მონაცემი არ გამოქვეყნებულა. ვაქცინა კველევაში მე-3 ეტაპის გავლის შემდეგ შედის, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რაც ვაქცინის უსაფრთხოებას, ეფექტურობას უკავშირდება.

დმიტრიევის განცხადებით, ვაქცინა თანდათანობით მაღალი რისკის მქონე პირებს გადაეცემათ, ოქტომბერში კი რუსეთის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება. მისი თქმით, ნოემბრიდან ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი