ბარსელონას მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საფეხბურთო გუნდ "ბარსელონას" მცველს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდა საკუთარ საიტზე დაადასტურდა. ეს მეორე შემთხვევაა, როცა გუნდის ფეხბურთელს კორონავირუსი უდასტურდება. 

26 წლის ფეხბურთელი ივლისის თვიდან მუხლის ტრავმის გამო თამაშებში აღარ მონაწილეობდა, შესაბამისად, ის არც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შემადგენლობაში ყოფილა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აღნიშნულ მატჩში "ბაიერნთან" 8:2 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.

ესპანურმა მხარემ თქვა, რომ ის "ასიმპტომურია, კარგ მდგომარეობაშია და იზოლაციის პერიოდს სახლში გადის".

მათი ინფორმაციით, ცნობილია იმ ადამიანების სიაც, რომლებთანაც მოთამაშეს ჰქონდა კონტაქტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი