იაპონია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე ორმხრივი დოკუმენტის მომზადებას დაიწყებენ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება დაიწყება.

"უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი - ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ ორმხრივი დოკუმენტის მომზადება იაპონიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და კანადასთან. ახლა - იაპონიასთან" ამბობს ზელენსკი დღის შემაჯამებელ მიმართვაში .

შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.

ცნობისთვის, უსაფრთხოების გარანტიები გათვალისწინებულია უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაში, რომელზეც G7-ის ქვეყნების (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია და იაპონია) ლიდერები 12 ივლისს შეთანხმდნენ.

G7 უკრაინის უსაფრთხოებისთვის - რა წერია ხელმოწერილ დეკლარაციაში
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი