G7 უკრაინის უსაფრთხოებისთვის - რა წერია ხელმოწერილ დეკლარაციაში

გამოქვეყნდა:

ვილნიუსში გამართულ სამიტზე G7-ის ქვეყნების ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიას, თუ ეს მოხდება მომავალში, ანუ მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ.

ვილნიუსში G7-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ "G7-ის ქვეყნები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ვალდებულებას უზრუნველყონ სტრატეგიული მიზნის შესრულება - თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული უკრაინის არსებობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი და თავიდან აიცილოს მომავალი აგრესია".

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია G7 დეკლარაციისგან.

ჩვენ ვადასტურებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია;"

ხელმოწერილ დეკლარაციაში ჩამოთვლილია სამი ძირითადი მექანიზმი, რომლითაც G7 აპირებს ამ მიზნის მიღწევას.

თანამედროვე იარაღის მიწოდება (პრიორიტეტი მიენიჭება საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჯავშანტექნიკას და შორ მანძილზე დარტყმის იარაღს);  უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება; უკრაინელი სამხედროების მომზადება; დაზვერვის თანამშრომლობა; დახმარება კიბერუსაფრთხოების სფეროში.

G7 პირდება უკრაინის ეკონომიკის გაძლიერებაში დახმარებას, მათ შორის ქვეყნის აღდგენისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზით.

დიდი შვიდეული ასევე აპირებს უკრაინას ტექნიკური და ფინანსური დახმარება გაუწიოს რუსეთის ამჟამინდელი შემოჭრის შედეგებთან გასამკლავებლად.

დეკლარაცია ასევე შეიცავს რამდენიმე ვალდებულებას, რომელიც უკრაინამ აიღო. კერძოდ, კიევმა უნდა გააგრძელოს ფართომასშტაბიანი რეფორმები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, ასევე გააუმჯობესოს სამართალდამცავი უწყებების, სასამართლოების, კორპორატიული და საჯარო ადმინისტრაციის მუშაობა.

უკრაინამ უნდა გააგრძელოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა. მათ შორის - ჯარის თავდაცვისა და მოდერნიზაციის სფეროში რეფორმების გაგრძელება და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება.

დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა ეს ძალისხმევა „განხორციელდება მანამ, სანამ უკრაინა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში მომავალი წევრობისკენ მიისწრაფვის“. 

G7-ის ქვეყნები აცხადებენ, რომ დღეს დაიწყება ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინასა და ჯგუფის ყველა წევრს შორის, რათა ეს პრინციპები გაერთიანდეს ორმხრივ შეთანხმებებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი