ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი რურუა, გიგი უგულავა... - პოლიტიკური სასამართლო პროცესები Humanrights-ის ჩამონათვალში

გამოქვეყნდა:

მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები, მედია მფლობელები, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია, ასევე 20 ივნისს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები - ამ ადამიანების სასმართლო პროცესები მოექცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ყურადღების ქვეშ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ჩამონათვალში პოლიტიკურად მოტივირებული - 20 საქმე მოხვდა. ამ საქმეების უმრავლესობა, ხელისუფლების ოპონენტებს, პოლიტიკოსებთან ერთად მედია მფლობელებსა და სამოქალაქო ატივისტებსაც ეხება. ამავე დოკუმენტში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას 7 ნოემბრის საქმე, რომელიც ორგანიზაციის კვლევის დაკვირვების ქვეშ პირველად მოხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია პირველად წერს მიხეილ სააკშვილისა და მისი დაცვის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალი წარდგენილი აქვთ საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვასვის. რაზეც თემურ ჯანაშიას თქმით, ისინი 7 წლის წინაც ამბობდა, რომ ეს საქმე პოლტიკურად მოტივირებულია, გულისხმობს მათ შორის "პიჯაკების საქმესაც". 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ასევე აკვირდება "მთავარი არხის" მფობელის, გიორგი რურუას საქმესაც. რურუას ადვოკატის მსგავსად თვლიან, რომ საქმე პოლიტკურად მოტივირებულია. იურისტი და რურუას საქმის ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, რომ რურუა პოლიტიკური ტყვეა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიტიკურად აქტიური და ივანიშვილის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა.

არასამთავრობო ორგანიცაზიის მიერ შესწავლილ 20 პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოში მიმდინარე საქმეს, უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებისთვის ივანიშვილის მეთოდი - სასამართლო პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს ოპონენტების წინააღმდეგ, ახალი არ არის და ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ამას უკვე 2012 წლის ბოლოდან აკეთებდა.

ეს არ არის ამ ორგანიზაციის პირველი კვლევა, მათ შესწავლილი აქვთ "გავრილოვის ღამის" სისხლიანი მოვლენებიც, სადაც ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები და პოლიციელების მიერ ჩადენილი კანონდარღვევები გამოვლინდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი