ადვოკატი ბექა ბასილაია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართავს. მისი თქმით, დანაშაული ჩადენილია და პროკურატურა ვალდებულია გამოძიება აწარმოოს.
ბასილაია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატია, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმის ბრალდებულია. ადვოკატი ამბობს, რომ ფრენების ხარჯი ამ საქმეშიც ფიგურირებს თუმცა, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, განსხვავებით მესამე პრეზიდენტის ფრენები რეალურად სახელმწიფოს მიზნებიდან გამომდინარე იყო.
"ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო პროკურატურაში შეგვაქვს განცხადება, ეს დანაშაულები არის გაფლანგვა, და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მართალია "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამართლება იმით, რომ თითქოსდა რეისი რომელიც შესრულდა კერძო მიზნებით, სახელმწიფო ქონების გამოყენებით და დაჯდა მრავალი ათეული ათასი ლარი, ეს დაიფარა თითქოსდა ვიღაცის ჯიბიდან. ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ეს ყველაფერი და სიტყვიერ განცხადებებს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ვერანაირად ვერ დავეყრდნობით, როდესაც ჩანს სახელმწიფო ქონების არამართლზომიერი განკარგვის ფაქტები და მეორე, თუნდაც დადგინდეს, რომ ეს ვიზიტი დაფინანსდა არა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, არამედ ვიღაცის ჯიბიდან, ესეც დანაშაულია და არანაკლები სიმძიმის, ეს არის კორუფციული დანაშაული", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ბასილაიას თქმით, კორუფციის წინააღმდეგ კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეს, მით უფრო თანამდებობის პირს ეკრძალება წლის მანძილზე მის ხელფასზე 15%-ით მეტი საჩუქრის მიღება.
ადვოკატი ამბობს, რომ