კიმ ჩენ ინის მატარებელი რუსეთში ჩავიდა - მედია

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეჯავშნული კერძო მატარებლით რუსეთის საზღვარზე გადავიდა, იტყობინება ქვეყნის სახელმწიფო მედია KCNA სამშაბათს დილით ადგილობრივი დროით. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტს უნდა შეხვდეს და შესაძლოა გაფორმდეს შეთანხმება კრემლისთვის იარაღის მიწოდებაზე.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ამბობს, რომ მატარებელი ჩრდილოეთით მიდიოდა ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რეგიონის - პრიმორსკის ტერიტორიის გავლით.

ორშაბათს Russia Today-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მატარებელი, რომელსაც სავარაუდოდ კიმ ჩენ ინი გადაჰყავდა რუსეთ-ჩრდილო კორეის საზღვართან მდინარე ტუმენთან.

KCNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის ლიდერს თან ახლავს პარტიის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების წამყვანი თანამდებობის პირები.

მანამდე ორშაბათს კრემლმა დაადასტურა ჯერ კიდევ გასულ კვირას მედიით გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ "უახლოეს დღეებში" კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდოდა.

იმავდროულად, თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას "არ მიაწოდოს და არ მიყიდოს იარაღი რუსეთს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი