
ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ძმა, რობერტ ტრამპი შაბათს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
"მძიმეა ამის გაზიარება, რომ ჩემი შესანიშნავი ძმა, რობერტი მშვიდობიანად გარდაიცვალა. ის ჩემთვის არ იყო მხოლოდ ძმა, არამედ საუკეთესო მეგობარი. ძალიან დამაკლდება, მაგრამ ისევ შევხვდებით. მისი მოგონება ჩემს გულში ბოლომდე იცოცხლებს, - თქვა დონალდ ტრამპმა.
რობერტ ტრამპი ავად რამდენიმე თვის განმავლობაში იყო. ის ჰოსპიტალში შაბათს მოათავსეს, თუმცა მისი ავადმყოფობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.