დღეში 1 000-1 500 აფორმებს კონტრაქტს - პუტინი ამტკიცებს, რომ 270 000 რუსი ნებაყოფლობით გაწევრიანდა შეიარაღებულ ძალებში

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 000 ადამიანი ნებაყოფლობით შეუერთდა შეიარაღებულ ძალებს.

ვლადივოსტოკში აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პუტინმა თქვა, რომ რეკრუტირება დაემატა ერთი წლის წინ ნაწილობრივ მობილიზაციას.

"ნაწილობრივი მობილიზაცია ჩავატარეთ და 300 000 ადამიანი გამოიძახეს. ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში ჩვენ გვყავს 270 000 ადამიანი, რომლებმაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი კონტრაქტებს.

ხალხი მოდის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში და აფორმებს კონტრაქტებს. ყოველდღიურად 1000-1500 ადამიანი აფორმებს კონტრაქტს", - თქვა პუტინმა.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადა, როცა ნათელი გახდა, რომ ომი უკრაინაში იმაზე დიდხანს გაგრძელდებოდა,  ვიდრე კრემლი ელოდა. მობილიზაცია გულისხმობდა, რომ რეზერვში მყოფი მოქალაქეების გამოძახება შეიძლებოდა, ხოლო სამხედრო გამოცდილების მქონე პირები გაწვევას ექვემდებარებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი