საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ადმინისტრაციის ცნობით, მათგან 2 ქალია.
5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
4 მსჯავრდებულს კი მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.