რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, Sputnik მოლდოვას ხელმძღვანელი ქვეყნიდან დეპორტირებულია.
ვიტალი დენისოვმა რუსულ სამთავრობო მედია РИА Новости-ს განუცხადა, რომ კიშინოვში, მის ბინაში, მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და პირველივე რეისით დეპორტაციის შესახებ ბრძნების საფუძველზე აეროპორტში წაიყვანეს.
"მათ არ მომცეს ნივთების ჩალაგებისა და შინაური ცხოველების წაყვანის საშუალება. გადმომცეს ბრძანება მოლდოვაში შესვლის 10-წლიანი აკრძალვის შესახებ", - განაცხადა ჟურნალისტმა.
მოლდოვას ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მედია ჯგუფ Россия сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისილევი და აღნიშნა, რომ კიშინოვის ხელისუფლების დესტრუქციული პოლიტიკა სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ყველა ადეკვატურ ზღვარს კვეთს.