ბოლო და მკაფიო გაფრთხილება "ოცნების" ხელისუფლებას. ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე 3 კვირით ადრე ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველოს შესახებ ოპტიმისტური გზავნილები არ ისმის. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპალამენტს მიმართა და შემაჯამებელი მოხსენებისას ისაუბრა ევროკავშირს გაფართოებაზე, სადაც უკვე მოაზრებიან უკრაინა, მოლდოვა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რაც შეეხება საქართველოს, ამ შემთხვევაში ბრიუსელის პოზიცია ბუნდოვანია და პირდაპირ არის დამოკიდებული იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის აუცილებელია.