ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის ისტორიას ორი მთავარი მხარე უარყოფს. ამ ფაქტს არც შეერთებული შტატების საელჩო და არც თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებენ. უფრო მეტიც, ორივე უწყება უარყოფს მსგავს მოლაპარაკებეს და შეთავაზებას. პოლიტიკურ სპეკულაციებს ბაზის ისტორიაზე მხოლოდ პოლიტიკოსები აგრძელებნ მმართველი პარტიიდან და პოზიციიდან.
"ქართული ოცნების" ლიდერები კიდევ ერთხელ იყენებენ შესაძლებლობას და კრემლის სასარგებლო რიტორიკით ფაქტობრივად დასცინიან დასავლელ პარტნიორებს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის კლანი ყველა შემთხვევაში უარყოფდა დასავლეთთან სამხედრო პარტნიორობის უნიკალურ შესაძლებლობას.