"რუსეთის მიერ უკრაინაში კატასტროფული შეჭრა ნიშნავს, რომ სომხეთი რუსეთს, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, ვეღარ დაეყრდნობა", - თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა POLITICO-სთან ინტერვიუში, სადაც სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.
''უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად შეიცვალა რუსეთის შესაძლებლობები, ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება სხვებზე. ჩვენ გვსურს გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა, მაგრამ თავი უნდა ავარიდოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეტაკებების ცენტრში ყოფნას'' - ამბობს ფაშინიანი.
აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულება რუსეთის მხრიდანაც არ ყოფილა შეუმჩნეველი და უკრაინული ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და ბოლო პერიოდში კრემლთან დისტანცირებისთვის გადადგმული სხვა ნაბიჯების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი დაიბარა.