ევროპარლამენტი ICC-ს ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოსცეს ორდერი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავებაზე. 

ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 2 150-ზე მეტი ბავშვის უკანონო გადაყვანა ბელარუსის ე.წ. სამედიცინო ბანაკებში, სადაც ისინი "რუსიფიკაციას" ექვემდებარებიან.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის პროკურატურის გამოძიებას ბელარუსის როლზე იძულებით დეპორტაციაში და მიიჩნევს, რომ თავად ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის ქმედებები შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად.

ამდენად, ევროპარლამენტი "ლუკაშენკოს მიიჩნევს ამ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლად, როგორც ვლადიმერ პუტინსა და მარია ლვოვა-ბელოვას და ამიტომ მოუწოდებს ICC-ს განიხილოს ლუკაშენკოს დაკავების მსგავსი საერთაშორისო ორდერის გაცემის შესაძლებლობა".

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი