აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება - კარასინი ფარცხალაძის დასანქცირებაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. "ფორმულასთან" საუბარში ის ამბობს, რომ აღშფოთების გარდა სხვა რეაქცია ვერ ექნება. 

მისივე თქმით, სანქციები დისკრიმინაციული და არასამართლიანია.

"აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. სანქციები უკვე რამდენიმე ათასს ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომელიც წარმოადგენს ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთს და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში", - თქვა კარასინმა.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი