დიდმა ბრიტანეთმა "ვაგნერი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ბრძანება ძალაში დაუყოვნებლივ შედის. 

''ეს ბრძანება ძალაში შედის დაუყონებლივ და ვაგნერის ჯგუფში მიკუთვნება, ან ამ ჯგუფის აქტიური მხარდაჭერა დიდ ბრიტანეთში სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 14 წლით ვადით გულისხმობს'' - ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.

შეგახსენებთ, ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პროგოჟინის სიკვდილი გასულ თვეს გენეტიკური ტესტით მას შემდეგ  დადასტურდა, როცა ტავერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი ცხედრების იდენტიფიცირება მოხდა. როგორც ცნობილია მასთან ერთად 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საველე მეთაური დიმიტრი უტკინი. დასავლელი ოფიციალური პირები თვლიან, რომ ავიაკატასტროფა განზრახ მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი