საკონსტიტუციოში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მომხსენებელი ევა გოცირიძე იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხსენებელი მოსამართლე ევა გოცირიძე იქნება.

"ქართული ოცნების" წევრების მიერ მომზადებული წარდგინება 14 სექტემბერს დარეგისტრირდა, დღეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად პლენუმს გადაეცა.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი