ბაჩალიაშვილის მიმოწერა ნორვეგიაში - ნორვეგიის მოქალაქის facebook-ზე კიბერშეტევა ორჯერ განხორციელდა 

გამოქვეყნდა:

ნორვეგიის მოქალაქე თეონა ყურუა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერაზე გადაცემა "მთავარი აქცენტებში" ნიკა გვარამიასთან სატელეფონო ინტერვიუში საუბრობს და ყვება, რომ  ბაჩალიაშვილი მისგან ნორვეგიაში, პოლიტიკური თავშესაფრის პროცედურებით იყო დაინტერესებული. 

ყურუა იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც თამარ მას ამ კითხვებით დაუკავშირდა, მის Facebook გვერდზე სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა. ყურუას თქმით, ეს მარტში მოხდა:

ალბათ მარტის დასაწყისი იყო როდესაც შემეხმიანა, მომწერეა "თეო აქ ხარ?" - მე მესიჯის ტექსტ გავხსენი, ასე რომ ვთქვათ "დავსინე", უბრალოდ, ვერ მოვახერხე მასთან პასუხის გაცემა და არ მახსოვს, ეს დღე იყო თუ შემდეგი დღე, საღამოს გვიანი საათები, როდესაც ჩემს Facebook-ზე, messenger-ზე შევედი, უფებ გამომაგდო Log out დამიწერა ჩავწერე ჩემი პაროლი და აიდი და მომდის მესიჯი "თქვენი Facebook დაბლოკილია. მე მაშინ არაფერზე არ მიფიქრია... ის ნომერი, რომლითაც დავრეგისტრირდი, წლების წინ მქონდა ვეღარ აღვადგინე -  ამბობს თეონა ყურუამ

თეონა ყურუას Facebook მეორედაც დაუბლოკეს. ის ამბობს, რომ ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტთან კონტაქტზე მას შემდეგ გავიდა, რაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ყურუას თქმით, ჟურნალისტთან დაკავშირებას მას ინფორმაციის გადასაცემად უნდოდა:

დაკარგული, რომ იყო მაშინ არ ვიცოდი, არ მსმენია. რომ იპოვეს Facebook-ზე თქვენი ერთ-ერთი სიუჟეტი ამომიგდო, ჩავრთე და აქიდან ამომიგდო თამარის Facebook გვდერდი ... უფრო და უფრო დავფიქრდი მის მონაწერებზე ამ ჩემი Facebook-ის გაუქმებაზე, იმის შემდეგ რაც უფქო საქმეში გახდა მეტი კითხვა. გამოძებამ, რომ დამალა რაღაცები... აქიდან დაიწყო ჩემი იმაქზე ფიქრი, ხომ არ შეიძლება ერთმანეთთან ელემენტარული კავშირი იყოს, თორემ დიდ ინფორმაციას მე ახლა არ ვფლობ... საღამოს მივწერე ერთ-ერთ ქალბატონ ჟურნალისტს...ამის შემდეგ დილით ჩემს Facebook- ზე შევდივარ და Facebook მეუბნება Log out...- ამბობს  თეონა ყურყუა 

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის ახალგაზრდა თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

 

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი