Українська правда-ს ცნობით, უკრაინის ქალაქ ლვოვზე რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად 300 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დაიწვა.
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ლვოვში იმ სამრეწველო საწარმოს დაარტყეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების საწყობი იყო. იქ ინახებოდა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის საკვები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები და გენერატორები.
მიყენებული ზარალი ბოლომდე შეფასებული არ არის. ამ წუთებში ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.
ასევე ნახეთ: