ლვოვში ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი იპოვეს - მერი თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ლვოვის მერი, ანდრეი სადოვოი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ნანგრევების ქვეშ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვეს. მისი თქმით, კაცი საწყობის თანამშრომელი იყო.

ლვოვში სამი საწყობი განადგურდა, შენობებში იყო საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, ასევე, საქველმოქმედო მისია КАРИТАС-СПЕСС ინახავდა ჰუმანიტარულ დახმარებას.

თავდასხმის შემდეგ ხანძარი დაახლოებით 10 000 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა. მერმა თქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი და ზარალი იქნება "ასობით მილიონი".

"ქალაქ ლვოვზე მომხდარი საშინელი თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია უკვე სამი საათია მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საწყობები, ჰუმანიტარული დახმარება, საკვები და ქიმიკატები ამ ადგილას", - თქვა მერმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი