
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში არ დაადასტურეს 16 აგვისტოს თბილისი-მინსკისა და ასევე 16 აგვისტოს მინსკი-თბილისის რეისები, სპეციალურ, რეისების რადარებით გაკონტროლების საძიებო სისტემებში იძებნება ისეთი ფრენების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს ავიახაზებს აქვს შესრულებული.
ჩვენ ასეთი საძიებო სისტემის რამდენიმე შედეგს გთავაზობთ:
რეისი A92771 - თბილისი-მინსკი, მინსკის აეროპორტში დაფრენის დრო 07:17

რეისი A92771 - მინსკი-თბილისი, გამოფრენის დრო მინსკიდან 08:04, დაფრენის დრო თბილისში - 11:49


შეგახსენებთ, 16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა.
აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. შეგახსენებთ, კვარაცხელია მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ნათესავია (მძახალი). თავად ზალკალიანი კი 2008 წელს ბელარუსში საქართველოს ელჩი იყო.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს.
ამ ყველაფერზე ჯერ არაფერი უთქვამთ საგარეო საქმეთა სამინისტროში.