პროკურატურის განცხადებით, ფარცხალაძეზე სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით, დღეს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს პროკურატურა წერს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმეს იძიებს:

"რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თუმცა, დაიწყო თუ არა გამოძიება სუს-მა, ამაზე ოფიციალურად არაფერია ცნობილი. აშშ-ის მხრიდან, ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ლილუაშვილის უწყებამ განცხადება 15 სექტემბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ან განცხადება აღარ გაუვრცელებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი