სომხეთის მთავრობის შენობასთან შეტაკების შედეგად 34 ადამიანი დაშავდა, აქცია იყო რუსეთის საელჩოსთანაც - მედია

გამოქვეყნდა:

მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების ფონზე დაძაბულია ვითარება ერევანში, სადაც წუხელ გვიანობამდე მთავრობის სახლთან შეკრებილი მომიტინგეები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ სპეციალური საშუალებები, ბგერითი ყუმბარები გამოიყენა. 

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 34 ადამიანი დაშავდა. 

აქცია იყო ერევანში რუსეთის საელჩოსთანაც. მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერმინისტრი გააკრიტიკა და დაწერა:

"მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა ადგილზე. შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთი დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატოსთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას..."

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი