"7 ნოემბრის საქმეზე" მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.  გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ერთხმად მიიღო. 

მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთი საქმეში ახალი ჩართულია, შესაბამისად, ადვოკატებმა სასამართლოს მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართეს, რასაც მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა. 

დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა პროკურატურამ და შუამდგომლობას დაუსაბუთებელი უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი