ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი, ნათია თურნავა უნდა გადადგეს - პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

ძალიან ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ბოდიშს ვიხდი ამისთვის - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან დაკავშირებით. 

სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ ნათია თურნავა უნდა გადადგეს. 

ზურაბიშვილის ინფორმაციით, დღეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას უნდა შეხვედროდა, თუმცა თურნავამ შეხვედრა უვადოდ გადადო:

"პირადად ჩემს მიერ წარდგენილ კანდიდატს, ქალბატონი ნათია თურნავა, მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვნანობ ჩემს პირად გადაწყვეტილებას და თუნდაც ბოდიშს ვიხდი ამ ყველაფრისთვის. მას რომ არ გადაედო უვადოდ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, რომელიც უნდა შემდგარიყო მას პირადად მოვახსენებდი ამ ჩემს მოსაზრებებს, თუ რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები. 

პირველ რიგში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და პირიქით ამ პრინციპს თავად ზიანი მიაყენა, უნდა გადადგეს. დროა ასევე რომ საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს საკუთარი ზედამხედველობის ფუნქცია, საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელია და აუცილებელია რომ ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს შესაძლებელია, მიუხედავად სამივე ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის, რადგან მათ გააჩნიათ კიდევ ორი თვის მანძილზე ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის ორი თვის შემდეგ, საბჭო სრულიად ფუნქციონირებს და შეუძლია მიიღოს ყველანაირი გადაწყვეტილება. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას." განაცხადა პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ცნობისთვის, ნათია თურნავას კანდიდატურა სებ-ის  საბჭოს წევრობის კანდიდატად, სწორედ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წარადგინა. 

 ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტად თურნავა 22 ივნისს აირჩიეს.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე პრეზიდენტმა დატოვა. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც

გადაწყვეტილების მიზეზი, სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის, საბანკო ანგარიშებზე წვდომის აღდგენა გახდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი