ვინ იმგზავრა ბელორუსში - ოპოზიცია საგარეო უწყებას დოკუმენტების წარდგენას სთხოვს

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 16 აგვისტოს შესრულებულ თბილისი-მინსკის სპეციალურ რეისზე კომენტარი დღეს, 17 აგვისტოს გააკეთა. მათი განცხადებით, ბელორუსში ელჩი ჩაფრინდა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ რესით კიდევ 7-მა ადამიანმა იმგზავრა.

ოპოზიციას საგარეო უწყების ქმედებები კითხვის ნიშნებს უჩენს. მათი თქმით, გაურკევველია, რატომ დაბრუნდა ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე ელჩი სამშობლოში და რატომ დააბრუნეს ის უკან.

უცნაურია, როცა ქვეყანაში იგეგმება მნიშვნელოვანი არჩევნები, რატომ იღებს ელჩი ამ დროს შვებულებას. ეს არ არის ლოგიკური ახსნა, ეს არჩევნები ბელორუსში არ იყო რიგითი არჩევნები, ვხედავთ რაც ხდება. სწორი იქნება ხელისუფლებამ წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს რეალურად ვინ ჩამოვიდა, ვინ წავიდა ამ თვითმფრინავით, იმიტომ, რომ ვხედავთ, ის ახსნა რასაც გვთავაზობენ, არ არის მაინც და მაინც დამაჯერებელი, - თქვა "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ გაუმართლებელია, თუ ბელორუსისთვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე საქართველოს ელჩი ადგილზე არ იმყოფებოდა. 

ჩვენი ელჩი ბელორუსში ბრუნდებოდა თავისი დანიშნულების ადგილას, რაც სრულიად ბუნებრივია, მე არ მესმის ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა, - თქვა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს და მიიჩნევს, რომ იქ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.

ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელორუსში არ ჩარტადა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოვუწოდებთ ბელორუსს მისცეს უფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს გამოხატონ თავიანთი პროტესტი მშვიდობიანად და შეკრების უფლება იყოს რეალიზებული. აშშ- მხარს უჭერს ბელორუსის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ამომრჩევლებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს, უნდა მოეპყრონ ღირსებით, - თქვა კელი დეგნანმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინსკში თვითონ ჩაფრინდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა - "ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ". 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ მინსკში სპეიცალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა. საგარეში ამბობენ, რომ ელჩი 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".

16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა. 

აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი