
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, არ ესმის მინსკში სპეციალურ რეისთან დაკავშირებით "ატეხილი აჟიოტაჟი" რა მიზანს ისახავს. ამ თემაზე კომენტარი მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.
ჩვენი ელჩი ბელორუსში ბრუნდებოდა, თავისი დანიშნულების ადგილას, რაც სრულიად ბუნებრივია, მე არ მესმის ამ საკითხის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა, - თქვა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულს საკითხზე ცოტა ხნის წინ კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. უწყება აცხადებს, რომ მინსკში სპეიცალური რეისით საქართველოს ელჩი ჩაფრინდა. საგარეში ამბობენ, რომ ელჩი 6 აგვისტოს შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა ოლო დღეებში ბელორუსში განვითარებული მოვლენების გამო "საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში".
დღესვე, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მინსკში თვითონ ჩაფრინდა. ჟურნალისტის კითხვას, თუ აქვს ინფორმაცია პრეზიდენტს, ვინ იმყოფებოდა მინსკში სპეციალური რეისით, ზურაბიშვილმა უპასუხა - "ეს თქვენი საქმეა, ჟურნალისტები თქვენ ხართ".
16 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში 1 საათით ჩაფრინდა სპეციალური რეისი თბილისიდან იმ თვითმფრინავით, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს ხოლმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "მთავარს" უთხრეს, რომ ზურაბიშვილი ამ დღეებში თბილისიდანაც კი არ გასულა.
აქვე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისიდან მინსკში გაემგზავრა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი "მოქალაქეთა კავშირის" წევრი ვალერი კვარაცხელია. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკიდან თბილისში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ჩამოიყვანეს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.